კვლევა


                          
პედაგოგიური  პრაქტიკის  კვლევა

ქ.ოზურგეთის სსიპ  N3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი
ქეთევან კიღურაძე

ზეპირმეტყველებისას დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრა ინგლისური
ენის სწავლებისას


ოზურგეთი, 2019









                                                       
სარჩევი

1. შესავალი--------------------------------------------------------------------------------- 2
2. კვლევის მიზანი------------------------------------------------------------------------ 3
3. კვლევის ჰიპოთეზა---------------------------------------------------------------------3
4. კვლევის აქტუალობა-------------------------------------------------------------------4
5. საკვლევი კითხვები--------------------------------------------------------------------4
6. ლიტერატურის მიმოხილვა-----------------------------------------------------------5
7. კვლევის მეთოდები-------------------------------------------------------------------10
8. მონაცემთა შეგროვების მეთოდები-------------------------------------------------11
9. მონაცემთა ანალიზი------------------------------------------------------------------12
10. შესაძლო ინტერვენციის გეგმა-----------------------------------------------------20
11. გამოყენებითი კვლევის ანალიზი-------------------------------------------------21
12. ინტერვენციის შეფასება------------------------------------------------------------23
13. რეფლექსია----------------------------------------------------------------------------26
14. ბიბლიოგრაფია----------------------------------------------------------------------27
15. დანართი-----------------------------------------------------------------------------28





შესავალი

      დიდიხანია ვასწავლი ოზურგეთის N3 საჯარო სკოლაში.ვარ ინგლისური ენის მასწავლებელი.ჩემ პრაქტიკაში საშუალება მქონდა მემუშავა იმ პრობლემების აღმოფხვრაზე,რომელსაც ხშირად ვაწყდებოდი საგაკვეთილო პროცესში.აქედან გამომდინარე გადავწყვიტე განმეხორციელებინა პრაქტიკის კვლევა.სამიზნე ჯგუფებად ავირჩიე  VIII – IX კლასის მოსწავლეები.
     უცხო ენის სწავლებისას ზეპირმეტყველებას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.ზეპირმეტყველების(სასაუბრო) უნარის განვითარების მიზნით მასწავლებელი მუდმივად უნდა ახორციელებდეს დაკვირვებას და კვლევას სასწავლო პროცესზე, უნდა იყენებდეს ისეთ აქტივობებს და მეთოდებს, რომელებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.სწორედ, ჩემ პედაგოგიურ პრაქტიკაზე დაკვირვებამ მიჩვენა,რომ მოსწავლეთა შედეგები საკომუნიკაციო აქტივობებში შედარებით დაბალი იყო ვიდრე სხვა მიმართულების ( წერა,კითხვა, მოსმენა) აქტივობებში.
      მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით გადავწყვიტე გამომეკვლია მოსწავლეთა ინდივიდუალური მახასიათებლები, სოციალური უნარები (თავდაჯერებულობა, თვითშეფასება, მოტივაცია), ემოციური დონე, ინტერესები, ენობრივ-გრამატიკული დონე, მათთვის სახალისო აქტივობები და მეთოდები, რათა მიმეღო უფრო მაღალი შედეგები.
      სწორედ ამიტომ გადავწყვიტე სასწავლო პროცესის დაგეგმვა მრავალფეროვანი აქტივობებითა და მეთოდებით, რომლებიც მორგებული იქნებოდა მოსწავლეთა ინტერესებს, შესაძლებობებს და გააუმჯობესებდა მოსწავლეთა ზეპირმეტყველების უნარ-ჩვევებს.
კვლევის მიზანი:  ზეპირმეტყველების უნარის გაუმჯობესების მიზნით, ისეთი გზების და ხერხების მოძებნა, რომელიც ეფექტურსა და საინტერესოს გახდის სასწავლო პროცესს და მოსწავლეს  საშუალებას მისცემს ეფექტურად  გამოიყენოს ინგლისური ენა კომუნიკაციისათვის.

ჰიპოთეზა:  ზეპირმეტყველების უნარის განვითარების ეფექტურობა მნიშვნელოვნად გაიზრდება  თუ:
1. სასწავლო პროცესში მაქსიმალურად გავითვალისწინებ მოსწავლეთა  ინტერესებს, სოციალურ უნარებსა და ემოციურ  დონეს.
2. გამოვიყენებ  ისეთ აქტივობებს და მეთოდებს, რომლებიც გამოავლენენ მოსწავლეთა გრამატიკულ და  ლექსიკურ (ენობრივ)  კომპეტენციას და  მოაგვარებენ მოსწავლეთა ტიპურ შეცდომებს.
კვლევის  აქტუალობა:  დაკვირვებამ  ცხადყო, რომ  VIII-IX  კლასებში უჭირდათ  ისეთი სავარჯიშოების გაკეთება, რომლებიც საკომუნიკაციო  უნარ-ჩვევებს მოითხოვდა და შედეგებიც საკმაოდ დაბალი იყო.სწორედ ამ ფაქტმა დამაფიქრა და შთამაგონა, რომ სასწავლო პროცესი დამეგეგმა განსხვავებულად  და  დამენერგა ის მრავალფეროვანი აქტივობები და  მეთოდები, რომლებიც ეფექტური საშუალება  იქნებოდა  მოსწავლეთათვის, რომ გამოევლინათ საკუთარი ცოდნა  და შესაძლებლობები. მომეძიებია  ის  გზები  და ხერხები  სადაც გათვალისწინებული  იქნებოდა  მოსწავლეთა  ინდივიდუალური შესაძლებლობები, სოციალური უნარები, ემოციური  დონე  და ინტერესები.
კვლევის სამიზნე  ჯგუფი:   VIII- IX   კლასის  მოსწავლეები.
კვლევის ხანგრძლივობა:    20 ნოემბერი  2018 წლის - 30  მაისი  2019 წელი.
მთავარი  საკვლევი  კითხვა:  რა არის  ზეპირმეტყველებისას  დაშვებული  ხარვეზების  გამომწვევი  მიზეზები  და როგორ  გადავჭრა  ეს  პრობლემა?
                                                                                                 
ქვეკითხვები:
1.  რამდენად  ვითვალისწინებ  მოსწავლეთა  სოციალურ  უნარებს, ემოციურ  დონესა  და  ინტერესებს  სავარჯიშოების  შერჩევისას?
2.  რამდენად მრავალფეროვან აქტივობებსა  და მეთოდებს  ვიყენებ?
3.  რამდენად სწორად  ვარჩევ  სასაუბრო თემას?(აინტერესებთ თუ არა  მოსწავლეებს  თემა, ან აქვთ  თუ არა  შესაბამისი  ცოდნა, თუნდაც  მშობლიურ  ენაზე).
4.  ვქმნი  თუ  არა ჯანსაღ,  უსაფრთხო  ფიზიკურ  გარემოს? ( მოსწავლეებს არ ეშინიათ შეცდომების  დაშვების და ა.შ)
                             


ლიტერატურის   მიმოხილვა
         კვლევის პროცესში გავეცანი  სოფიკო ლობჟანიძის სტატიას „როგორ  წავმართოთ  პედაგოგიური კვლევები“. სტატიაში  კარგად არის გადმოცემული კვლევის ეტაპები და თავისებურებები,რაც დამეხმარა სწორად წარმემართა ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა.
         აგრეთვე  გავეცანი მასწავლებლის სახლის მიერ ორგანიზებული ტრენინგის მასალას,სადაც გავეცანი კვლევის მეთოდებს,თვისებრივ და რაოდენობრივ კვლევის მეთოდებს.კვლევის თვისობრივ მეთოდებიდან გამოვიყენე  დაკვირვების მეთოდი, კერძოდ , აღწერითი ფოკუსირებული  და შერჩევითი. გავეცანი თითოეული მათგანის მახასიათებლებს და კვლევის განხორციელებისას მათ თანმიმდევრულ ფაზებს.აღნიშნულ მასალაში საინტერესო იყო ინტერვიუს წარმართვის პროცესი, თუ როგორ უნდა ჩამოვაყალიბო კითხვები,როგორ განვსაზღვრო კითხვების თანმიმდევრობა და როგორ წავიყვანო ინტერვიუ.მნიშვნელოვანი იყო ფოკუს-ჯგუფის უპირატესობის გაცნობა, გავიაზრე, რომ ფოკუს-ჯგუფი საშუალებას მომცემს თვალი ვადევნო, როგორ ყალიბდება მონაწილეთა აზრები,სხვა თვალით დავინახო ესა თუ ის საკითხი,გამოვკვეთო მნიშვნელოვანი საკითხები და აღმოვაჩინო ახალი თემები. ანკეტირება ერთ-ერთი ხშირად გამოყენებული მეთოდია, რომელსაც კვლევისთვის იყენებენ.ანკეტირებისთვის აუცილებელია გამოვიყენოთ კითხვარები როგორც ღია ტიპის ასევე დახურული. კვლევის სტრუქტურისა და დიზაინის გასააზრებლად გავეცანი რამდენიმე კოლეგის პრაქტიკულ ანგარიშის ნიმუშს.
         გავეცანი ლია წულაძის, „ რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ  მეცნიერებებში“  სადაც  გავეცანი , რომ რაოდენობრივი კვლევა სოციალური მოვლენების  შესახებ მონაცემთა მოპოვების  ერთ-ერთი უმთავრესი  ტექნიკაა. შესაბამისად , ის  სოციალური მეცნიერების  ძირითადი მეთოდია. რაოდენობრივი კვლევის ყველაზე გავრცელებული  მეთოდია  მასობრივი გამოკითხვა. მასობრივი  გამოკითხვის ორი  ძირითადი ტიპი არსებობს: ანკეტირება  და ინტერვიუ. ანკეტირება უმთავრესად ორი  სახისაა: ერთ  შემთხვევაში რესპოდენტი დამოუკიდებლად  ავსებს  კითხვარს, რომელსაც  მკვლევარი  აძლევს,  ხოლო მეორე  შემთხვევაში კი  რესპოდენტი ფოსტით  ღებულობს  კითხვარს, დამოუკიდებლად  ავსებს  და  ფოსტითვე უგზავნის  უკან  ორგანიზაციას, რომლისგანაც ის მიიღო. ხოლო, რაც  შეეხება ინტერვიუს ,ის  ორი  სახისაა: ერთ  შემთხვევაში  ინტერვიუერი უსვამს შეკითხვებს რესპოდენტს ( ინტერვიუს ამ  სახეს  პირისპირ ინტერვიუს უწოდებენ), მეორე  შემთხვევაში ინტერვიუერი ურეკავს რესპოდენტს და ტელეფონით უსვამს შეკითხვებს ( ინტერვიუს ამ  სახეს სატელეფონო ეწოდება).   
     კვლევის პროცესში გავეცანი ეკატერინე შავერდაშვილის ელექტრონულ წიგნს: „ უცხოური ენების სწავლების საფუძვლები“, რომელიც დამეხმარა მიგნებულად და სწორად წარმემართა ჩემი პრაქტიკის კვლევა.
      უცხოური ენის სრულყოფილად დაუფლება მრავალმხრივი პროცესია და დიდ ძალისხმევას მიოთხოვს,როგორც ენის შემსწავლელის,ისე მასწავლებლისგან. ენის სწავლა/სწავლებისას უამრავი ელემენტია გასათვალისწინებელი და ეფექტური შედეგების მიღებას მხოლოდ ყველა ელემენტის სასწავლო პროცესში ჩართვა განაპირობებს.
      სხვადასხვა დროს უცხოური ენის გაკვეთილს სხვადასხვა მიზანი  და სხვადასხვა შინაარსი ჰქონდა, აქედან გამომდინარე, სასწავლო პროცესის ორგანიზებაც სხვადასხვანაირად ხდებოდა.თუ დაახლოებით ერთი საუკუნის წინ უცხოური ენის გაკვეთილის მიზანს გრამატიკული წესები და კლასიკური ნაწარმოებების დაზუთხვა და მათი თარგმნა წარმოადგენდა,დღეს მნიშვნელოვანია შესასწავლ ენაზე  კომუნიკაცია. ტრადიციული გაკვეთილისგან განსხვავებით დღეს მასწავლებელი გაკვეთილზე დომინანტის როლში კი არ არის, არამედ მოსწავლის დამხმარე  პერსონა  და  საგაკვეთილო პროცესის პასილიტატორია. 
      
   
                              ლაპარაკისა და წარმოთქმის სწავლება

       კომუნიკაციაზე ორიენტირებული უცხოური ენის გაკვეთილისათვის მნიშვნელოვანია არა ცალკეული  გრამატიკული ფორმები ან ადამიანების გამონათქვამების განსაზღვრული სეგმენტები, არამედ ენობრივი ურთიერთგაცვლის კომპლექსური, არგუმენტის და კონტრარგუმენტის, კითხვისა და პასუხის შინაარზე ორიენტირებული მიზანმიმართული ფორმები,რომლებშიც  ადამიანები თავიანთ მოსაზრებებს  გამოთქვამენ, თავიანთ პოზიციებს სხვის პოზიციებთან ადარებენ, თავიანთი პიროვნების სიტყვიერ დემონსტრირებას ახდენენ, ან თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას ავითარებენ  და  სრულყოფენ  უცხოურ  ენაზე კომუნიკაციას. ამგვარად აღქმას შედეგად  მოჰყვა საკლასო ოთახში დისკურსულ  და ინტერაქტიულ  პროცესებზე  ყურადღების  გამახვილება. მიუხედავად  იმისა, რომ ამის შესახებ მეოცე საუკუნის 70 - იანი წლებიდან  არის მსჯელობა  და სამიზნე ენაზე ასალაპარაკებლად  სისტემურად  მუშაობა სკოლაში დღემდე  მიმდინარეობს, საკითხი ამდენი  ხნის შემდეგ კვლავ პრობლემატურ  ამოცანად რჩება. ( შდრ. Kutz 2010, 83)
       თუკი წარსულში, ძირითადად, მხოლოდ ენის  სისტემის ( langue, competence, language as a system) და  არა მიღებული ცოდნის გამოყენებაზე, ანუ ლაპარაკზე ( parole, performance, language  in  use )  და ენის სწავლებისა  და სწავლის გარკვეულ წარმოდგენაზე ორიენტირებული თეორიები დომინირებდა (ინსტრუქცია, გადაცემა ( ტრანსმისია)), უკანასკვნელ  წლებში  ენის სწავლებისადმი მიდგომა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ამასთან, დღეს ლაპარაკი  ერთ-ერთი უნარ- ჩვევის განვითარებად  კი არ არის  მიჩნეული,  არამედ როგორც მნიშვნელოვანი დონის  კომპლექსური, ყველა სხვა ენობრივ- ინტერკულტურულ  უნარ- ჩვევებთან,  ცოდნასთან მჭიდროდ დაკავშირებული მრავალწახნაგოვანი ფენომენია.
         ლაპარაკი  და ზეპირი  ინტერაქცია  უცხოური  ენის შესწავლისთვის აუცილებელი  პირობაა. გრამატიკის  შესწავლისა  და  საკომუნიკაციო სალაპარაკო მოქმედებისათვის საჭიროა,  სულ  უფრო მეტად დამოუკიდებელი ფორმულირებისა  და  არტიკულირების  დიდი მნიშვნელობის გამო.
        ლაპარაკი მხოლოდ წმინდა  ლაპარაკზე  არ  დაიყვანება. ზეპირმეტყველების  განვითარებისას  უცხოურ  ენაში  მნიშვნელოვანია ლინგვისტური  პრობლემების გადაწყვეტა სამიზნე  ენაში.( linguistic problem- solving in  target language production). ლაპარაკის დისკურსული  ხასიათის  გამო ( ლაპარაკი, მოსმენა) ძირითადად სჭიროა ზეპირი კომუნიკაციის ენობრივ, შინაარსობრივი და  ადამიანებს  შორის განზომილებების  ერთმანეთთან შესაბამისობა. მეთოდური თვალსაზრისით სწავლებისას წინანდებურად ძალაში  რჩება ძირითადი პრინციპები-ჯერ შეტყობინების  გაგზავნა,  შემდეგ სიზუსტეზე  ყურადღების  გამახვილება  ( message  before  accuracy ) ( საკომუნიკაციო პარადიგმა). ეს  ნიშნავს  იმას, რომ გაკვეთილის  ფაზაში,  რომელიც რაღაც  ინფორმაციის  გაცემას 
უკავშირდება,  სასურველია  შეცდომებზე  ყურადღება  არ  გამახვილდეს.(                                  მთავარი  კრიტერიუმი: მოსწავლეების  ნათქვამი   გასაგები  უნდა  იყოს). 
       შეუძლებელია  უცხოურ  ენაზე ლაპარაკის  „იძულება“,მისი ოპტიმალური განვითარება  ასევე  შეუძლებელია მხოლოდ ტრადიციული სასწავლო მონაკვეთებით  ( პრეზენტაცია, პრაქტიკა, პროდუცირება )  და ინტერაქციებით ( მასალის  შეტანა,/ წარდგენა,გამეორებით, უკუკავშირით (initiation, response, feedback) ,  საპასუხო რეაგირებითა  და  საკომუნიკაციო ლაპარაკით . საჭიროა  უფრო  მრავალფეროვანი, მრავალჯერად  განმეორებაზე გათვლილი  გაკვეთილი, რომელიც  მოსწავლეებს უცხოენოვან სიტუაციაში მონაწილეობის მრავალმხრივ გამოცდილებას  მისცემს,  და რისთვისაც საჭიროა  როგორ კონტექსტთან   დაკავშირებული (  საჭიროების  შემთხვევაში  ორენოვანი )  წინასაკომუნიკაციო სავარჟიშოები  და  ინფორმაციები,  რომლებიც აქტიურ მონაწილეობას  ითვალისწინებს, ასევე   თამაშები , როლური  თამაშები, სიმულაციები, იმპროვიზაციები, დისკუსიები, პროექტები  და  ა.შ.
           ყოველი  გაკვეთილის  გეგმის  შედგენისას აუცილებელია, გათვალისწინებული  იყოს  ის  ფაქტი , რამდენად სწორად, კომპლექსურად  და სხარტად შეუძლია  მოსწავლეებს თავიანთი აზრის გამოხატვა  და ეს შესაძლებლობები თითეულ გაკვეთილზე კოლექტიურად ,ინდივიდუალურად და  დიფერენცირებულად  უნდა ვითარდებოდეს. ამისთვის  საჭიროა ძალდაუტანებელი სასწავლო ატმოსფერო.
         შატცის ( 2006)  მიხედვით, ლაპარაკის უნარ-ჩვევის განვითარებაზე  სამუშაო  სავარჯიშოები  და  დავალებები  სამ ჯგიფად იყოფა:
·         სავარჯიშოები და  დავალებები ზეპირი  კომუნიკაციის  განვითარებისთვის.
·         სავარჯიშოები  და  დავალებები ზეპირი კომუნიკაციის  საწარმოებლად.
·         სავარჯიშოები  და  დავალებები ზეპირი  კომუნიკაციის  სიმულირებისთვის.

  მე- 20 საუკუნის 80- იან  წლებში უცხოური ენების დიდაქტიკაში ნაკლოვან მხარედ მიიჩნეოდა ის , რომ აბიტურიენტებს შექსპირის, მოლიერის  თუ  გოეთეს  ინტერპრეტირება საუცხოოდ  შეეძლოთ,  მაგრამ არ  შეეძლოთ  ისეთი  მარტივ  თემებზე ლაპარაკი,  როგორიცაა  ამინდი  ან  ტელეფონით რაიმეს  შეკვეთა. ეს  იყო  ერთ-ერთი მიზეზი, რომ აქტუალური გახდა  ლაპარაკის  უნარ- ჩვევაზე მუშაობისას  სავარჯიშოების  ისეთი ტიპების შერჩევა, რომელთა დახმარებითაც  მოსწავლე მიღებულ  ცოდნას  რეალურ  ცხოვრებაში გამოიყენებდა  და  კომუნიკაციაში სრულფასოვნად მიიღებდა  მონაწილეობას.მნიშვნელოვანი  გახდა  დადგენილიყო,  სავარჯიშოების რა  ფორმებით  და  რა  სახის  დავალებებით  შეიძლებოდა   საკომუნიკაციო  კომპეტენციის  მიღწევა  და  მირებული  ცოდნის  შემოწმება.


ü  ლაპარაკის  განმავითარებელი  სავარჯიშოები.
მონოლოგიური  მეტყველება: მოხსენება, შეჯიბრი  კითხვაში, სურათის  შინაარსის  ვერბალურად  გამოხატვა,  როლური  თამაშები  ერთ- ერთი  როლის  შესრულება,  რეფერატი  და  ა.შ.
ზეპირი  ინტერაქცია: როლის  შესრულება, საუბარი,  დისკუსია, დებატი.
მედიაცია:  თარჯიმნობა,  თარგმნა,  რაიმეს  შეჯამება,ზეპირი  და  წერილობითი ტექსტების პერიფრაზირება.
  ნიველერის (2010) მიხედვით, მეტყველებაში  მიღწეული შედეგების ანალიზი  ძირითადად  ორი სახისაა: პროდუქტიული, კერძოდ - ლაპარაკი  და რეცეპტული- ნათქვამის  გაგება.
    ფორმალური  სახით  ზეპირმეტყველებაში  განასხვავებენ ფორმალურ და  შინაარსობრივ ასპექტებს. ფორმალური  პოზიციიდან  გამომდინარე  არსებობს შეფასების   შემდეგი  სფეროები:
ü  ფონეტიკა
ü  ინტონაცია,სისხარტე  და  ლაპარაკის  რიტმი
ü  ლექსიკა/სისწორე  ლექსიკაში
ü  გრამატიკული კორექტულობა

მნიშვნელოვანია  შინაარსობრივი  მხარეებიც, რადგანაც კომუნიკაციის  დროს ცენტრალური  ადგილი შინაარს  უკავია.

ü  მოსწავლეთა  ავტონომიურობა  ენის  გამოყენებისას ( მეტი  თუ  ნაკლები  დახმარება მასწავლებლის  მხრიდან).
ü  აღწერისა  და ინტერპრეტირების პრეზენტაბელურობა  გაკვეთილზე.
ü  გამონათქვამების  შესაბამისობა  სიტუაციისა  და ადრესატისადმი.

    მოლაპარაკის პიროვნულ  მახასიათებელს  წარმოადგენს  ასევე  მისი გამოსვლა,მისი  სხეულის  ენა,  ხმის  მელოდია, რომლებიც საჭიროა  ოპტიმალური  კომუნიკაციისათვის.


       შესაბამისი  ლიტერატურის  მიმოხილვისას გავეცანი ინტერნეტგაზეთ maststavlebeli.ge-ში ნათია  ქათამაძეს  სტატიას ,  “ ზეპირმეტყველების  უნარის განვითარება  უცხოური  ენის  სწავლების პროცესში“.   სტატია ძალიან სასარგებლო  და  ინფორმაციის  მომცემი  იყო  ჩემთვის, მასში  გარკვევითაა  ასახული  ზეპირმეტყველებისას  დაშვებული ხარვეზების  აღმოფხვრის  გზები  და ხერხები.მასში  კარგად  ჩანს ის  პრობლემატიკა,  რაც ხშირად  თავს  იჩენს  ზეპირმეტყველებისას. სტატიაში კარგად  არის  გაანალიზებული  თუ  როგორ უნდა  გავითვალისწინო მოსწავლეთა ემოციური დონე, სოციალური  უნარ-ჩვევები, როგორ  უნდა შევუქმნათ მოსწავლეებს  ჯანსაღი,  უსაფრთხო  გარემო, აგრეთვე  აუცილებელია მრავალფეროვანი  მეთოდებისა  და  აქტივობების  გამოყენება  და  დანერგვა.სტატიაში  კარგად  არის  გაანალიზებული  პრობლემის  გადაჭრის  გზებიც, რაც  ფრიად  დამეხმარა  პედაგოგიური  კვლევის  პროცესში.

                 მიმაჩნია,რომ  ჩემ  მიერ  განხილული ლიტერატურა   საუკეთესო  გზამკვლევი  აღმოჩნდა  ჩემი  კვლევის   განხორციელებისათვის.



კვლევის  მეთოდები

სამიზნე ჯგუფი:  VIII-IX  კლასები   ( 20 მოსწავლე )

კვლევის  სანდოობის  გაზრდის  მიზნით,  მონაცემთა  შეგროვების  მეთოდად  გამოვიყენე :

1.  აღწერითი  დაკვირვება
2.  არაფორმალური  გასაუბრება
3.  ინტერვიუ ( მოსწავლეები)
4. ფოკუსირებული  დაკვირვება
5.  გამოყენებითი  კვლევა -  რომლის მიზანი  იყო  მოსწავლეთა  ენობრივ- გრამატიკული  კომპეტენციის  დონის  დადგენა ,  მრავალფეროვანი  აქტივობებისა  და  მეთოდების  დანერგვა  და   გამოყენება.
6. ფოკუს- ჯგუფი  ( VIII- IX  კლასის  მოსწავლეები)
7.  ფოკუს- ჯგუფი  (  უცხოური  ენის  კათედრის წევრები, მასწავლებლები)
8.  ანკეტირება - მოსწავლეები  ( იხილეთ  დანართი  1 )
9. ანკეტირება - მასწავლებლები (იხილეთ  დანართი  2)

                                         მონაცემთა  შეგროვების  მეთოდები
      დასაწყისში  განვახორციელე  აღწერითი  დაკვირვება , რომ  მიმხვდარიყავი,  რაზე  გამეკეთებინა  ფოკუსირება, ასევე  გამომეკვეთა  პრობლემა. გარკვეული ინფორმაციის  მოპოვების  მიზნით  გამოვიყენე  ინტერვიუს  მეთოდი მოსწავლეებთან.ინტერვიუ  იყო  არასტრუქტურირებული, ვუსვამდი კითხვებს  მოსწავლეებს  საუბრის  პროცესში  საჭიროებიდან  გამომდინარე, რათა  დამედგინა  მოსწავლეთა  დამოკიდებულება  კონკრეტული  პრობლემის  მიმართ.კითხვები იყო მარტივად გასაგები.მაგალითად: 1. მოგწონთ ჩემი გაკვეთილი? 2. რომელი აქტივობა მოგწონთ ყველაზე მეტად? 3.  რა თემაზე  გსურთ საუბარი?4. როგორ  აქტივობებს  ანიჭებთ  უპირატესობას წერით აქტივობებს  თუ  სამეტყველოს? და  ა.შ.  აგრეთვე  გავესაუბრე  მოსწავლეებს  არაფორმალურად.  ეს  დამეხმარა ზოგადი  ინფორმაციის  მიღებაში  მოსწავლეთა ინდივიდუალურ   შესაძლებლობებზე, ინტერესებზე, სოციალურ  უნარებზე, ენობრივ- გრამატიკულ და  ემოციურ  დონეზე.  აქედან  გამომდინარე  უკეთესად  დავგეგმე გაკვეთილი  და  გამოყენებითი კვლევაც  ჩავატარე. შემდეგ  განვახორციელე ფოკუსირებული დაკვირვება  და  გამოვკვეთე კვლევის  კონკრეტული  საკითხები. რაც შეეხება  „ რაოდენობრივ  კვლევას “ გამოვიყენე  ანკეტირება    (დანართი  1 ) , რის  საფუძველზეც  გამოვლინდა  მოსწავლეთა  ზუსტი  რაოდენობა   ემოციური  დონის, სოციალური  უნარების, ინტერესების, სასაუბრო  თემების,  გრამატიკული  და  ლექსიკური  ცოდნის  მიხედვით.  აქედან  გამომდინარე  მოხდა  მოსწავლეთათვის  სასურველი  და  მრავალფეროვანი  აქტივობებისა  და  მეთოდების  შერჩევა  და  დანერგვა,  რომ  გამეუმჯობესებინა  მოსწავლეთა შედეგები.  ფოკუს- ჯგუფი  იყო  VIII- IX  კლასის  მოსწავლეები.
     ჩავატარე  ფოკუსირებული  დაკვირვება   უცხოური  ენის  კათედრის  წევრებთან, აღმოჩნდა რომ მსგავსი პრობლემები  მათაც ჰქონიათ. ვისაუბრეთ  იმის  შესახებ,  თუ რა გამოცდილება  ჰქონდათ  მათ  ამ    პრობლემების   აღმოსაფხვრელად. გამოვიყენე ანკეტირება (დანართი 2). აღმოჩნდა , რომ  რუსული  ენის  ერთ- ერთ  მასწავლებელს ჰქონდა  ჩატარებული კონკრეტული  აქტივობა,   რომელიც  მიმართული  იყო  ზეპირმეტყველებისას  დაშვებული  ხარვეზების  აღმოსაფხვრელად.რომელიც  შემდეგ  ინტერვენციის  დროს  თავადაც  გამოვიყენე.

მონაცემთა  ანალიზი

    კვლევის მიზანია გამოვავლინო  მოსწავლეთა  ენობრივ-გრამატიკული კომპეტენცია  შედეგების  გაუმჯობესების   მიზნით:

მოსწავლე  შეარჩევს  მისთვის  სასურველ  პასუხს:

1. რთულია  სიტყვები  და  გრამატიკული  კონსტრუქციები  რომელსაც  მასწავლებელი  გაძლევთ?

ა)  დიახ
ბ)  არც ისე
გ)   არა



      კვლევამ  გვიჩვენა,  რომ  კლასებში  12  მოსწავლე  თვლის , რომ  ლექსიკური  ერთეულები  და  გრამატიკული  მასალა  რთულია  მათთვის,  4  მოსწავლე  ფიქრობს, რომ  არც ისე  რთულია,  ხოლო  4  მოსწავლე  თვლის ,  რომ  ლექსიკური  ერთეულები   და  გრამატიკული  მასალა  არ  არის  რთული.

                                               
                                                     


მონაცემთა  ანალიზი

      კვლევის  მიზანია  გავიგო  მოსწავლეთა  ენობრივ- გრამატიკული   კომპეტენციის  დონე   შედეგების  გაუმჯობესების  მიზნით:







     
        კვლევის  მიზანია  გამოავავლინო   რამდენად  აქვთ  მოსწავლეებს  განვითარებული  ყოფით  საკომუნიკაციო  სიტუაციაში  მონაწილეობის  უნარ- ჩვევები  შედეგების  გაუმჯობესების   მიზნით.


მოსწავლე  შეარჩევს  მისთვის  სასურველ პასუხს:
1.  სასწავლო  პროცესში  მასწავლებელი  იყენებს  როლურ  თამაშს,  პრეზენტაციებს,  ინტერაქციას,  დებატებს,  დისკუსიას?

ა)  ნაკლებად
ბ)  ხანდახან
გ)  ხშირად



        კვლევის შედეგებმა   გვიჩვენა, რომ  კლასებში  10  მოსწავლე  თვლის , რომ მასწავლებელი  ნაკლებად  იყენებს მრავალფეროვან  აქტივობებსა  და  მეთოდებს, 5  მოსწავლე  ფიქრობს,  რომ ხანდახან,  ხოლო  5  მოსწავლე  ფიქრობს ,  რომ  მასწავლებელი   ხშირად    იყენებს    მრავალფეროვან  მეთოდებსა  და   აქტივობებს.


                                 
              კვლევის  მიზანია  დავადგინო  რამდენად  აქვთ  მოსწავლეებს  განვითარებული   ყოფით  საკომუნიკაციო  სიტუაციებში  მონაწილეობის  უნარ- ჩვევები  შედეგების  გაუმჯობესების  მიზნით:




                                                                                       




       კვლევის  მიზანია  გამოვავლინო  რამდენად  ითვალისწინებს  მასწავლებელი  მოსწავლეთა  აზრს  სასაუბრო თემის  შერჩევისას, შედეგების  გაუმჯობესების  მიზნით.


      მოსწავლე  შეარჩევს  სასურველ  პასუხს:

1.  სასაუბრო   და  პეზენტაციის  თემის   არჩევისას  მასწავლებელი  ითვალისწინებს  ჩვენ   აზრს:

ა)   არასოდეს
ბ)   ხანდახან
გ)   ყოველთვის



      კვლევის  შედეგებმა  გვიჩვენა,  რომ   კლასებში    11  მოსწავლე   თვლის,  რომ  მასწავლებელი  ხანდახან  ითვალისწინებს  მათ  აზრს.  5  მოსწავლე  ფიქრობს,  რომ მასწავლებელი  ყოველთვის  ითვალისწინებს  მოსწავლეთა  აზრს,  ხოლო  4 მოსწავლე  თვლის  რომ  არასოდეს  ითვალისწინებს  მასწავლებალი  მათ  აზრს.




     
      კვლევის  მიზანია  დავადგინო  თუ  რამდენად  ითვალისწინებს  მასწავლებელი  მოსწავლეთა  აზრს  სასაუბრო  თემის  შერჩევისას,  შედეგების  გაუმჯობესების  მიზნით.









      კვლევის  მიზანია  გამოვავლინო  მოსწავლეთა  ემოციური  დონე   და  სოციალური  უნარ-  ჩვევები,  შედეგების  გაუმჯობესების  მიზნით.

მოსწავლე  შეარჩევს  მისთვის  სასურველ  პასუხს:
1.  როცა  ვმონაწილეობ  სამეტყველო  აქტივობებში  თავს  ვგრძნობ:
ა)  მრცხვენია
ბ)  თავდაჯერებულობა  მაკლია
გ)   თავდაჯერებული  ვარ

2.  საკომუნიკაციო  სიტუაციებში  ჩემი  მოტივაციის  დონეა:
ა)  დაბალი
ბ)  საშუალო
გ)  მაღალი
3.  საუბრის  დროს  თავს  ვგრძნობ:
ა)  მეშინია შეცდომების  დაშვების.
ბ)  ვცდილობ  არ  დავუშვა  შეცდომა, უხერხულია.
გ)  თავისუფლად  ვსაუბრობ,  არ  მეშინია  შეცდომების  დაშვების.


       კვლევამ  გვიჩვენა, რომ  კლასებში  9  მოსწავლე  ფიქრობს,  რომ  თავდაჯერებულობა  აკლია,  საშუალო  დონეზეა  მოტივირებული და  ეუხერხულება  შეცდომების  დაშვება. 7  მოსწავლე  თვლის,რომ ცხვენია საუბარი, მოტივაციის დონეც დაბალი აქვთ და ეშინიათ შეცდომების
დაშვება,ხოლო 4 მოსწავლე  გრძნობს თავს თავისუფლად, თავდაჯერებულად  და  მოტივაციაც  მაღალი   აქვთ.

      კვლევის  მიზანია  დავადგინო  მოსწავლეთა  ემოციური  დონე  და  სოციალური  უნარ- ჩვევები,  შედეგების  გაუმჯობესების  მიზნით:






        

შესაძლო  ინტერვენციის  გეგმა

     აღწერითი  და  ფოკუსირებული  დაკვირვების, ინტერვიუსა   და  მოსწავლეთა  არაფორმალური  გასაუბრების შედეგად, მონაცემთა  ანალიზის  საფუძველზე, ჩემს  მიერ დასახული  მიზეზების  მისაღწევად  გამოვიყენებ  სტანდარტს უცხოურ  ენაში  და  სტანდარტის  შესაბამისად  დავგეგმავ  ინტერვენციას:
1. გავუმარტივო  მოსწავლეებს  ენობრივ- გრამატიკული მასალა  და  მათთვის  გასაგები, მარტივი  ენით  მივაწოდო  ინფორმაცია.
2.  მოსწავლეთა  ყოფით  საკომუნიკაციო  სიტუაციაში  და  ინტერაქციაში  მონაწილეობის  უნარ- ჩვევების  განვითარების  მიზნით  გამოვიყენო  და  დავნერგო  მრავალფეროვანი  აქტივობები  და  მეთოდები.
3.  მოსწავლეებს  შევუქმნა  უსაფრთხო, ჯანსაღი  გარემო, რაც  გაზრდის  მოსწავლეთა  მოტივაციის  დონეს  და  მეტად  თავდაჯერებულები   გახდებიან.
4.  გავითვალისწინო  მოსწავლეთა  აზრი  სასაუბრო  თემების  შერჩევისას.

5.  განვახორციელო  გამოყენებითი  კვლევა- გაკვეთილის  პროცესში,  მოსწავლეთა  ინტერესების,  ემოციური  დონის,  სოციალური  უნარ- ჩვევებისა  და ენობრივ-გრამატიკული  დონის  მიხედვით. 
გამოვავლინო  თუ  რა  შედეგებზე  გავლენ  მოსწავლეები.



გამოყენებითი  კვლევის  შედეგები

      განვახორციელე  გამოყენებითი კვლევა- გაკვეთილის  პროცესში. მოსწავლეებთან  ერთად  შევიმუშავე  სალაპარაკო  აქტივოვის  შეფასების სქემა  ე.წ.  რუბრიკა,  რომელშიც  ნათლად  და  მკაფიოდ  გამოვყავით  კომპონენტები  და  კრიტერიუმები: სიზუსტე (accuracy )  და  გაბმული  მეტყველება (fluency) .  შემდეგ  მოსწავლეებს  საშუალება  მივეცი  სასაუბრო  თემა  თავად  აერჩიათ.  წინასწარ  მივაწოდე  სასაუბრო  თემის  საკვანძო  სიტყვები  და  ფრაზები,  გრამატიკული  კონსტრუქციები,  რათა  მზად  ყოფილიყვნენ პრეზენტაციისათვის, დებატებისთვის, დისკუსიისთვის , ინტერვიუსთვის  და  ა. შ.  ეს  ყოველივე  დამეხმარა,  რომ  მოსწავლეები  უკვე  ფლობდნენ  შესაბამის  ლექსიკურ  ერთეულებს  და  გრამატიკულ  კონსტრუქციებს.  აქედან  გამომდინარე,  მოსწავლეებმა   ხარვეზების   გარეშე  გაართვეს  თავი  საკომუნიკაციო  აქტივობებს  და  უფრო  თავდაჯერებულნი  გახდნენ.
        მოსწავლეთა  მოტივაციის  გაზრდის  მიზნით  საგაკვეთილო  პროცესში  გამოვიყენე  მრავალფეროვანი  მეთოდები  და  აქტივობები:  როლური  თამაში, ინტერვიუ, გამოკითხვა  წყვილებში, მთხრობელობა, დებატები, დისკუსია  და  ა.შ.  ამ  აქტივობების  და  მეთოდების  გამოყენება  დამეხმარა  დემოტივირებული  მოსწავლეების  გააქტიურებაში. ისინი  ჯგუფებში  მუშაობის  დროს უფრო  თამამები  გახდნენ და  ჩაერთვნენ  აქტივობებში.  მოკლედ  განვიხილავ  თითოეულ  მათგანს ანუ  რა  შედეგი  მომცა  ზეპირმეტყველების  განვითარების  მიზნით  ამ  აქტივობებმა.

როლური  თამაში  (role – playing )

მიზანი:  საკითხის  ღრმა  წვდომა,  მასალის  ხანგრძლივი დროით  დამახსოვრება, სიტუაციის  მოდელირება.
შედეგი:  მოსწავლეებს  აუმაღლდებათ  მოტივაცია  და  ჩართულობა, ინფორმაციის სწორად   გადამუშავება, გაუმჯობესდება  მათი  სწორი  წარმოთქმის  უნარი, განუვითარდებათ  მოსმენის  უნარ- ჩვევა. 
ერთ-ერთი  როლური  თამაშის  დასადასტურებლად   მოვიხმობ  სიტუაციას.
სიტუაცია:  ნინოს  და  ანას სურთ  იყიდონ  საჩუქარი  მეგობრისთვის.  გაითამაშეთ  როლური  სიტუაცია  როლების  მიხედვით - ნინო, ანა  და  გამყიდველი.
 გამოკითხვა  წყვილებში  ( peer – interview )
მიზანი:  ინტერვიუსთვის  აუცილებელი  კითხვების  შედგენის  უნარ- ჩვევის  გამომუშავება,  საბაზო  ლექსიკურ - გრამატიკული  ერთეულების  ფლობა.
შედეგი:  მოსწავლეები  შეძლებენ  შეაფასონ  საკუთარი  ცოდნა, გამოამჟღავნონ  ძლიერი  და  სუსტი  მხარეები, რაც  დაეხმარება  მათ  შემდგომი  სწავლის  დასაგეგმად.
წარმოგიდგენთ ამ აქტივობის ერთ-ერთ  ნიმუშს:
მოსწვლეებს ვაწვდი  გამზადებულ   კითხვებს  ჰენდაუტების  სახით  შესაბამის თემაზე.მოსწავლეებს  ვყოფ  2 ჯგუფად , ინტერვიუვერი  და რესპოდენტი, ისინი აწარმოებენ გამოკითხვას  და აკეთებენ  რეპორტაჟს. საბაზო საფეხურზე მოსწავლეები  თავად  ადგენენ  კითხვებს, რომელსაც  გამოიყენებენ  ინტერვიუსთვის.

მთხრობელობა ( story -  telling )
მიზანი:  მოსწავლეთა   შემოქმედებითი  პოტენციალისა  და ფანტაზიის უნარის  გაღვივება, სოციალური  და  ემოციური  უნარების  განვითარება.
შედეგი:  მოსწავლეები  შეძლებენ  მთხრობელობის  გაუმჯობესებას. გაიღრმავებენ  ცოდნას ,  გახდებიან  თავდაჯერებულები,  შეძლებენ  დაინახონ  თხრობის  დროს  დაშვებული  შეცდომები,  გაუმდიდრდებათ  ლექსიკური  მარაგი.
    წარმოგიდგენთ  ამ  აქტივობის  ერთ- ერთ  ნიმუშს:
    მოსწავლეებს  ვყოფ  ჯგუფებად,  მათ  ვურიგებ  3  თემას. მაგ:  1.  ჩემი  საყვარელი  წიგნი  ( my  favourite  book ) ,  2.  ჩემი  ოცნების  ქალაქი ( my  dream  city ), 3. ჩემი  საუკეთესო  არდადეგები  ( my best  holiday ) . ისინი  ირჩევენ მათთვის  სასურველ  თემას  და  ამზადებენ  ერთწუთიან  საუბარს  რუბრიკის  მიხედვით, რომელიც წინასწარ  შევიმუშავეთ, აქედან  გამომდინარე  მათთვის  ნაცნობია ის  კომპონენტები, რომლითაც  ვაფასებ. კომპონენტები: 1. შესაბამისი  ლექსიკური  ერთეულების  გამოყენება. 2. საუბრის   ხანგრძლივობა. 3. მკაფიო  და  გასაგები საუბარი.  4. ჟესტი- კულაცია  და  ა.შ.

დისკუსია  ( discussions )
მიზანი:  კრიტიკული  აზროვნების, პრობლემების  გადაჭრის  და კომუნიკაციური  უნარ- ჩვევების  განვითარება.
შედეგი:  მოსწავლეები  გაიუმჯობესებენ  სასაუბრო   მეტყველებას, გაიზრდება  მოსწავლეთა  ინტერესები  და  შესაძლებლობები.
     მოსწავლეთა  მიერ  სამეტყველო  აქტივობების  დროს  დაშვებულ  ენობრივ- გრამატიკულ  შეცდომებს  ვინიშნავდი და  გაკვეთილის  ბოლოს  მივუთითებდი  მოსწავლეებს  რეკომენდაციის  სახით.  ეს  დამეხმარა, რომ  მოსწავლეებმა  თავი  უსაფრთხოდ  იგრძნენ  და  აღარ  ეშინოდათ  შეცდომების  დაშვების.
      შედეგი  თვალსაჩინო  იყო.  მოსწავლეები ჩაერთვნენ  სამეტყველო  აქტივობებში,  ისინი  უკვე  ხალისით  მონაწილეობდნენ  საკომუნიკაციო  სიტუაციებში  და  უფრო  ნაკლებ  ენობრივ- გრამატიკულ  შეცდომებს  უშვებდნენ  კომუნიკაციის  დროს.




გამოყენებითი  კვლევა- შედეგი:  ანალიზის  შედეგად  უფრო მეტი  მოსწავლე  ჩაერთო  სამეტყველო  აქტივობებში. ენობრივ - გრამატიკული შეცდომების  რაოდენობა  საგრძნობლად შემცირდა:
1. წარმატებით ჩაერთო  საკომუნიკაციო  აქტივობებში  -  15  მოსწავლე.
2.  საშუალო  დონეზე  ჩაერთო  სამეტყველო  აქტივობებში- 3  მოსწავლე.
3.  გაუჭირდა  მონაწილეობა  სამეტყველო  აქტივობებში - 2 მოსწავლე.








საგრძნობლად  გაუმჯობესდა  მოსწავლეთა  შედეგები.




ინტერვენციის  შეფასება

ინტერვენციის  შედეგად  გამოიკვეთა, რომ
1.  შეფასების  რუბრიკის  ერთობლივად  შემუშავებამ  მოსწავლეებს  მისცა  საშუალება  სალაპარაკო  საკითხებზე  წინასწარ  ფოკუსირების.
2.  სასაუბრო  თემის  მოსწავლეთა  მიერ  არჩევამ  გაზარდა  მათი  ინტერესი და  მოტივაცია.
3.  ლექსიკური  ერთეულებისა  და  გრამატიკული  კონსტრუქციების  წინასწარ  მიწოდებამ  გაზარდა  მოსწავლეთა  ჩართულობა  სამეტყველო  აქტივობებში  და  შეამცირა  ენობრივ- გრამატიკული  შეცდომების  რაოდენობა. მნიშვნელოვნად  გააუმჯობესა  შედეგები  მოსწავლეებში.
4.  მრავალფეროვანი  მეთოდებისა  და  აქტივობების  გამოყენებამ  და  დანერგვამ  საგაკვეთილო  პროცესში  გაზარდა  მოსწავლეთა  მოტივაცია, ჩართულობა,  განუვითარა  მოსწავლეებს  სოციალური  უნარ- ჩვევები, აუმაღლა  ემოციური  დონე. მორცხვი  მოსწავლეები  უფრო  თავდაჯერებულები  გახდნენ.
5.  კვლევის  შედეგად  მოსწავლეთა        75 %    წარმატებით  ჩაერთო  საკომუნიკაციო  აქტივობებში,        15 %    საშუალო  დონეზე  ჩაერთო ,  ხოლო        10  %   გაუჭირდა  სამეტყველო  აქტივობებში  ჩართვა.

კვლევის  რეკომენდაციები  და  დასკვნა
    ჩემ  მიერ  VIII – IX  კლასებში  ჩატარებული  პრაქტიკული  კვლევის  საფუძველზე,  შემიძლია  დავასკვნა  ზეპირმეტყველებისას  დაშვებული  ხარვეზების  მიზეზები:
1.  არ იყო  გათვალისწინებული  მოსწავლეთა  ინდივიდუალური  შესაძლებლობები, ინტერესები,  ემოციური  დონე,  სოციალური  უნარ- ჩვევები.
2.  არ  იყო  გათვალისწინებული  მოსწავლეთა  აზრი  სასაუბრო  თემის  შერჩევისას.
3.  მოსწავლეებს  არ მიეწოდებოდა  წინასწარ სასაუბრო  თემის შესაბამისი  ლექსიკური  ერთეულები  და  გრამატიკული    კონსტრუქციები.
    აღნიშნულ  პრობლემის  აღმოფხვრის  მიზნით  განვახორციელე  კონკრეტული  ღონისძიებები:
      განხორციელებული  ინტერვენციების  შეფასებისას  მივხვდი,  რომ  შედეგი  იყო  თვალსაჩინო. საგრძნობლად გაუმჯობესდა  მოსწავლეთა  შედეგები  საკომუნიკაციო  აქტივობების  დროს.
      მსგავსი  პრობლემების  მქონე  მასწავლებლებს  რეკომენდაციის სახით  შემიძლია  მივცე  რჩევები.
      ზეპირმეტყველებისას  პრობლემების  გამოსასწორებლად  სასურველი  იქნება  თუ:
1. გაუმარტივებთ  მოსწავლეებს  ენობრივ- გრამატიკულ მასალას  და  მათთვის  გასაგები,  მარტივი ენით  მიაწოდებთ  ინფორმაციას.
2. მოსწავლეთა  ყოფით  საკომუნიკაციო  სიტუაციაში  და  ინტერაქციაში  მონაწილეობის  უნარ- ჩვევების  განვითარების  მიზნით გამოიყენეთ  და  დანერგეთ  მრავალფეროვანი  აქტივობები  და  მეთოდები.
3. მოსწავლეებს  შეუქმენით  უსაფრთხო,  ჯანსაღი  გარემო,  რაც  გაზრდის  მოსწავლეთა  მოტივაციის  დონეს  და  მეტად  თავდაჯერებულები  გახდებიან.
4.  გაითვალისწინეთ  მოსწავლეთა  აზრი  სასაუბრო  თემების  შერჩევისას.
რეფლექსია

       ჩემი  პედაგოგიური  კვლევის  მიზანი  იყო  იმ  პრობლემების  მოგვარება, ხარვეზების  აღმოფხვრა,  რომელსაც  წავაწყდი  საგაკვეთილო  პროცესში  სამეტყველო  სავარჯიშოების  დროს.  ამიტომ  ჩემთვის  პრიორიტეტული  იყო  იმ  ინტერვენციების  ეფექტურობის  განსაზღვრა ,  შედეგების  დადგენა და  ანალიზი,  რომელიც  გამოვიყენე  გამოყენებითი  კვლევის  სახით ,  მოსწავლეთაბ შედეგების  გაუმჯობესების    მიზნით .
       კვლევის  პროცესში  საგაკვეთილო  პროცესზე  დაკვირვების  მიზნით  დამესწრნენ  ჩემი  კოლეგები,  მოვისმინე  მათი  მოსაზრებები.  შემდეგ  ჩემი კვლევა  წარვადგინე  კათედრის  სხდომაზე,  კოლეგებს  გავაცანი  ინტერვენციების  გეგმა,  თუ  როგორ  ვაპირებდი  პრობლემების  მოგვარებას. კოლეგებმა  მომაწოდეს  ეფექტური  უკუკავშირი,  რისთვისაც  მადლობას  ვუხდი  მათ,  რადგან  მათი  უკუკავშირი  ძალიან  სასარგებლო  და  საინტერესო  იყო  ჩემთვის.  ისინი  ესწრებოდნენ   გაკვეთილებს  კვლევის  პროცესში. მათ  აღნიშნეს  გამოყენებითი  კვლესის  ეფექტურობა,  მათ  დაინახეს  თუ  როგორ  გაუმჯობესდა  მოსწავლეთა შედეგები  ზეპირმეტყველებისას,  გაიზარდა  მოსწავლეთა  მოტივაცია,  ამაღლდა  მოსწავლეთა  ემოციურიი  დონე,  განუვითარდათ  სოციალური  უნარ- ჩვევები.  მოსწავლეებმა  თავი  უსაფრთხოდ  და  თავდაჯერებულად  იგრძნეს,  შემცირდა  ენობრივ-  გრამატიკული  შეცდომების  რაოდენობა. აქედან  გამომდინარე,  პედაგოგებს  სურვილი  გაუჩნდათ  თავადაც  გამოეყენებინათ  მსგავსი  აქტივობები  საგაკვეთილო  პროცესში.  სამომავლოდ  ისინიც  დანერგავენ  მსგავს  აქტივობებს  პრაქტიკაში  და  გაუზიარებენ  ერთმანეთს  მიღებულ  შედეგებს.

ბიბლიოგრაფია

სოფიკო ლობჟანიძე, „ როგორ  ვაწარმოოთ  პრაქტიკული  კვლევა“,( 2012)
.http://mastsavlebeli.ge/

პრაქტიკული კვლევა  და  დაგეგმვა და  შეფასება.მასწავლებელთა  პროფესიული განვითარების  ცენტრის სატრენინგო  მასალა.

ეკატერინე  შავერდაშვილი, „ უცხოური  ენების  სწავლების  საფუძვლები“, (2014)

ნათია ქათამაძე, „ ზეპირმეტყველების უნარის  განვითარება უცხოური ენის  სწავლების  პროცესში“. ინტერნეტგაზეთი  maststavebeli.ge ( 2016)

ლია  წულაძე, “ რაოდენობითი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში“, (2008)
http://css.ge/files/Books/Books/raodenobrivi_kvlevis_meTodebis_saxelomzgv.pdf



                   


                                             
დანართი  1
მოსწავლეთა  ანკეტირება

     ანკეტირება  ანონიმურია,  არ  არის  საჭირო  კითხვარზე  სახელის  და  გვარის  მითითება.

       გთხოვთ  შემოხაზოთ  სწორი  პასუხი:
1.  რთულია  სიტყვები  და  გრამატიკული  კონსტრუქციები,  რომელსაც  მასწავლებელი  გაძლევთ?
ა) დიახ
ბ)  არც ისე
გ)  არა

2.  ლექსიკური  და  გრამატიკულ  ცოდნას  ვიყენებ  კომუნიკაციის  დროს
ა)   ნაკლებად
ბ)   საშუალო  დონეზე
გ)  თავისუფლად  ვიყენებ

3.  სასწავლო  პროცესში მასწავლებელი  იყენებს  როლურ  თამაშს,  პრეზენტაციებს, დებატებს, დისკუსიას?
ა)  ნაკლებად

                                        

ბ)  ხანდახან
გ)  ხშირად
 
     გთხოვთ,  ჩამოწეროთ  თქვენთვის  სასურველი  აქტივობა  და  დაასაბუთეთ   რატომ  ანიჭებთ  მას  უპირატესობას?
...................................................................................................................................................
...................................................................................................................................................
...................................................................................................................................................

4.  სასაუბრო  და  პრეზენტაციის  თემის  არჩევისას  მასწავლებელი  ითვალისწინებს  ჩვენ აზრს.
ა)  არასოდეს
ბ)  ხანდახან
გ)  ყოველთვის

5. როცა ვმონაწილეობ  საკომუნიკაციო  აქტივობებში  თავს  ვგრძნობ
ა) მრცხვენია
ბ) თავდაჯერებულობა  მაკლია
გ) თავდაჯერებული  ვარ
6.  საკომუნიკაციო  სიტუაციებში  ჩემი  მოტივაციის  დონეა
ა)  დაბალი
ბ)  საშუალო
გ) მაღალი
7.  საუბრის  დროს  თავს  ვგრძნობ?
ა)  მეშინია  შეცდომების  დაშვების
ბ) ვცდილობ  არ  დავუშვა  შეცდომა,  უხერხულია
გ)  თავისუფლად  ვსაუბრობ, არ  მეშინია  შეცდომების  დაშვების.
დანართი 2
მასწავლებელთა ანკეტირება

1. მსგავსი ხარვეზების შემთხვევაში თქვენ, როგორ  აქტივობებსა და მეთოდებს გამოიყენებდით პრობლემის  მოსაგვარებლად?
 .............................................................................................................................................................
.............................................................................................................................................................
.............................................................................................................................................................
2. თქვენი აზრით, რა იწვევს მოსწავლეთა მოტივაციის  დაბალ  დონეს ზეპირმეტყველებისას?
............................................................................................................................................................
............................................................................................................................................................
.............................................................................................................................................................
3. არიან  თუ არა თქვენი მოსწავლეები თავდაჯერებულები სამეტყველი სავარჯიშოების დროს? თუ  არიან , ჩამოაყალიბეთ თუ რა აძლევთ  მათ ამის  საშუალებას.
...........................................................................................................................................................................
...........................................................................................................................................................................
...........................................................................................................................................................................
 გთხოვთ შემოხაზოთ სწორი  პასუხი:
4.  სასაუბრო  თემის შერჩევისას ითვალისწინებთ თუ  არა მოსწავლეთა  აზრს?
ა)  დიახ             
ბ)  ნაწილობრივ
გ)   არა


                               


No comments:

Post a Comment